გენერალური კონსულის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან
2025 წლის 10 აგვისტოს ქ. ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს ტაძარში (Chiesa di Santa Chiara) გაიმართა ქ. ბარიში ახლად დანიშნული გენერალური კონსულის, ირაკლი ქოიავას შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. ირაკლი ქოიავამ სიტყვით მიმართა დიასპორის წარმომადგენლებს. გენერალურმა კონსულმა ისაუბრა სახელმწიფოსათვის დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის და გამოხატა მზადყოფნა სხვადასხვა იდეებისა და წინადადებების განხილვასა და მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
გენერალური საკონსულო მადლიერებას გამოხატავს არქიმანდრიტ მოსე ჭანკვეტაძის მიმართ, აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისათვის.
