საკონსულო ოლქის შემოვლა
2025 წლის 18-19 ოქტომბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ეწვივნენ კალაბრიის და სიცილიის რეგიონებს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მოქალაქეთა მიღება. საკონსულო მომსახურება ადგილზე გაეწია საქართველოს 50-მდე მოქალაქეს.
