ვიზიტი საკვირაო სკოლა იმედში
2025 წლის 2 ნოემბერს, ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები ეწვივნენ ბარიში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას "იმედი".
გენერალურმა კონსულმა ირაკლი ქოიავამ საკვირაო სკოლას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაგზავნილი სასწავლო და საკითხავი ლიტერატურა გადასცა. სიტყვით გამოსვლისას, გენერალურმა კონსულმა საკვირაო სკოლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლას საკუთარი ხარჯით შეძენილი, იაკობ გოგებაშვილის წიგნები- "დედაენა" გადასცა ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, ზვიად მესხმა.
საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას თანამშრომლობისა და წიგნების მოწოდებისათვის.
