Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარიში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარიში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. ბარიში

ქ.ბარის მერის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან

2025 წლის 28 აპრილს, ქ. ბარის მერის ინიციატივით და საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე, ქ.ბარის ახლად არჩეულმა მერმა, ვიტო ლეჩჩეზემ (Vito Leccese) ისაუბრა დიასპორის მნიშვნელობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ქართული დიასპორა ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი დიასპორაა ქ. ბარიში და პულიის რეგიონში. ხაზი გაუსვა ქართული დიასპორის მონაწილეობის მნიშვნელობას ქალაქის საზოგადოებრივ და მოქალაქეობრივ განვითარებაში.

შეხვედრაზე ქ. ბარის მერმა მოისმინა საქართველოს მოქალაქეების შეკითხვები და წინადადებები. 

აღსანიშნავია, რომ ეს გახლდათ პირველი შეხვედრა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქართულ დიასპორას შორის.

შეხვედრის ბოლოს, ქ. ბარის მერმა წარმატება უსურვა ჩვენს მოქალაქეებს.
ქ. ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო, მადლობას უხდის ქალაქის მერს, ბატონ ვიტო ლეჩეზეს და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.