სრულწლოვანის პასპორტი
ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.
პასპორტის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოზე გამოწერილი ქვითარი.
- იმ შემთხვევაში თუ თქვენი სახელი ან გვარი შეიცვალა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტის საფუძველზე (მაგ. ქორწინება, განქორწინება ან სხვა) საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სახელის ან გვარის ცვლილების დამდასტურებელი დოკუმენტი ან სხვა ცნობა აპოსტილით დამოწმებული; (დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება)
- იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით;
- თუ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არ არის წარმოდგენილი პირის დოკუმენტის გაცემის ან რეგისტრაციის ფაქტის დადასტურება, არ არის წარმოდგენილი პირის ფოტო ან არსებული ფოტოს ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ ხერხდება იდენტურობის დადგენა, საჭიროა ფოტოზე გამოსახული პირის იდენტურობის დადგენა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქის მიერ. საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ფოტოიდენტურობის დადასტურება ან გააფრთხილოს მოქალაქე წინასწარ არსებული პროცედურის განხორციელების შესაძლებლობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პასპორტი გაცემულია 10 წლის წინ ან მოქალაქე ფლობს ხმარებიდან ამოღებულ ე.წ. ბორჯღალოიან პასპორტს და შესაბამისად პასპორტის გაცემისას არ იქნა აღებული პირის ბიომეტრიული მონაცემები. ფოტოიდენტურობის დადასტურება შესაძლებელია, როგორც საკონსულოში, ასევე, ქ. თბილისის იუსტიციის სახლში.
პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 10 წლის ვადით.