Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბიომეტრიული პასპორტი არასრულწლოვანი პირისთვის

ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

არასრულწლოვანი მოქალაქისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. 16 წლამდე პირისათვის პასპორტის მისაღებად საჭიროა ორივე მშობლის თანხმობა, ხოლო თუ პირი 16 წელს არის გადაცილებული ერთი მშობლის თანხმობა. თუ მშობლები გამოცხადდებიან გენერალურ საკონსულოში თანხმობა კეთდება ადგილზე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, ხოლო მშობლების გამოუცხადებლოსბის შემთხვევაში თანხმობის დამოწმება შესაძლებელია ადგილსამყოფელის ქვეყნის სანოტარო ბიუროში;
  3. მშობლების პასპორტის ასლები;
  4. არასრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი. თუ არასრუწლოვანი დაბადებულია ადგილსამყოფელ ქვეყანაში დოკუმენტი საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას(დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება)
  5. გენერალური საკონსულოს სახელზე გამოწერილი ქვითარი;
  6. 1 ცალი ფოტოსურათი (3X4)- დაბეჭდილი და დისკზე ელექტრონული.

9 წლიდან სავალდებულოა საკონსულოში გამოცხადება.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პასპორტის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით.

პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან 45 დღის განმავლობაში 3 წლის ვადით.