Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქორწინების რეგისტრაცია

ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარის გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

ქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება დაქორწინების მსურველ პირთა და არანაკლებორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია დაქორწინების მსურველი პირის წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია.

საქორწილო ასაკია 18 წლიდან. ქორწინებისთვის აუცილებელია დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

ქორწინების რეგისტრაცია უფასოა

ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.

წარსადგენი დოკუმენტები:

  1. დასაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც ადასტურებს მათ საქართველოს მოქალაქეობას;
  2. წინა ქორწინების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეწყვეტის/მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მოწმეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გაითვალისწინეთ, რომ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი დამოწმებულ უნდა იყოს აპოსტილით.

იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანომ უკვე დაარეგისტრირა თქვენი ქორწინების ფაქტი, საკონსულო სამსახურში მისი ხელმეორედ რეგისტრაცია დაუშვებელია. ქორწინების განმეორებით რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას.