Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

განქორწინების რეგისტრაცია

განქორწინების რეგისტრაცია არის ქორწინების შეწყვეტის საფუძველი.

განქორწინების რეგისტრაცია შესაძლოა განხორციელდეს:

  1. მეუღლეების ერთობლივი განცხადებით ან
  2. ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით, თუ:
    • არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
    • მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
    • მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთის ვადით მინიმუმ 3 წლით.

საქართველოს საკონსულო სამსახურში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა შორის განქორწინების რეგისტრაცია.

მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში ორივე მხარის გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

განქორწინების რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

  1. მეუღლეების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
  2. ქორწინების მოწმობა;
  3. ქ. ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოზე გამოწერილი ქვითარი .

გაითვალისწინეთ, რომ განქორწინების რეგისტაცია მოხდება 5 სამუშაო დღეში