სამოქალაქო აქტის განმეორებითი მოწმობა
მას შემდეგ, რაც პირი ერთხელ მიიღებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობას (დაბადების, ქორწინების, განქორწინების და ა.შ.), შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული მოწმობის განმეორებით მიღება, დაკარგვის ან სხვა რაიმე მიზეზით დაზიანების ან/და სხვა საჭიროების გამო.
საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეებმა და საქართველოში სტატუსის მქონე
მომსახურების მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.
რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან ასლები (პასპორტი ან პირადობის მოწმობა);
- ქვითარი.