დოკუმენტის ასლის ნოტარიული დამოწმება
საკონსულო თანამდებობის პირი უფლებამოსილია, დაამოწმოს დოკუმენტების ასლის შესაბამისობა დედანთან.
შესაძლებელია ასევე, შესაბამისი წესის დაცვით დამოწმებული დოკუმენტის ასლის დამოწმებაც.
დოკუმენტის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება, წინასწარ ჩაწერით.
საკონსულო სამსახურში სანოტარო მოქმედებების შესრულება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ.