Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საკონსულო სამსახური უფლებამოსილია შეადგინოს და სათანადო წესით დაამოწმოს სანოტარო აქტი (მინდობილობა), რომლის დროსაც ერთი ან რამდენიმე პირი უფლებამოსილებას ანიჭებს იმოქმედოს საკუთარი სახელით სხვა პირ(ებ)ს. სანოტარო აქტის შედგენის დროს მთავარია საკონსულო თანამდებობის პირის წინაშე გამოხატულ იქნეს მინდობილობის/ რწმუნებულების შედგენის ნება.

დოკუმენტის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება, წინასწარ ჩაწერით.

მიმნდობს (მარწმუნებელს) უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს მის მიერ გაკეთებული სანოტარო აქტი.

მინდობილობის/რწმუნებულების გაუქმების შესახებ შესაბამის აქტზე ხელმოწერები ასევე სანოტარო წესით უნდა იქნეს დამოწმებული.

საკონსულო სამსახურში მინდობილობის გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მარწმუნებელი არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი.