ქ. რეჯო კალაბრიაში საკვირაო სკოლა იმედის ღონისძიება
2025 წლის 19 ოქტომბერს, იტალიაში, ქალაქ რეჯო კალაბრიაში, ქართული საკვირაო სკოლა "იმედის" დაარსებიდან ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა.
ასევე, ამავე დღეს გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა. ღონისძიება გაიმართა ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას, სკოლა “იმედის” ხელმძღვანელის, ხათუნა ქარაიას და პრემია ივერიის დამფუძნებლის, ნუგზარ ჭიაბერაშვილის ორგანიზებით.
