შეხვედრა პულიის რეგიონის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან
აპულიის რეგიონში ვიზიტით მყოფმა, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ლილუაშვილმა და საქართველოს გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბარიში, ირაკლი ქოიავამ გამართეს შეხვედრა ტურიზმის, განვითარებისა და ტურისტული სააგენტოების საკითხებში აპულიის რეგიონის სამსახურის ხელმძღვანელთან, ჯანფრანკო ლოპანესთან. შეხვედრაზე განხილული იყო ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მცხოვრები ქართული დიასპორის პოზიტიურ წვლილს იტალიურ-ქართული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
