ცნობა ნასამართლეობის შესახებ
ნასამართლობის ცნობა გაიცემა საქართველოს მოქალაქე დაინტერესებულ პირზე. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად ცნობა შესაძლოა გაიცეს ან ქართულ ან ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე.
ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.
ცნობის მისაღებად გენერალურ საკონსულოში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:
- საქართველოს მოქალაქის განცხადება;
- საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა).
მომსახურება უფასოა.
ცნობა გაიცემა 10 დღის ვადაში.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ცნობის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით.