Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

ნასამართლობის ცნობა გაიცემა საქართველოს მოქალაქე დაინტერესებულ პირზე. განმცხადებლის სურვილის შესაბამისად ცნობა შესაძლოა გაიცეს ან ქართულ ან ინგლისურ ან ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზე.

ნასამართლეობის შესახებ ცნობის მისაღებად აუცილებელია გენერალურ საკონსულოში გამოცხადება წინასწარ ჩაწერით.

ცნობის მისაღებად გენერალურ საკონსულოში წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საქართველოს მოქალაქის განცხადება;
  2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა).

მომსახურება უფასოა.

ცნობა გაიცემა 10 დღის ვადაში.

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ ცნობის მიღება ფოსტის საშუალებით, გთხოვთ წარმოადგინოთ მუყაოს კონვერტი მისამართით და სათანადო რაოდენობის საფოსტო მარკებით.